weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ძლიერი წვიმის გამო სოფელი ჭერემი გზისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

15:20 კვირა, 17 ივნისი 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის 150-მეტრიანი მონაკვეთი მდინარე ჭერმისხევმა წაიღო. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ელექტროგადამცემი ბოძები წააქცია და დააზიანა სასმელი წყლის სათავე ნაგებობები, რის გამოც სოფელი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეც დარჩა.

რაიონულ ცენტრთან დაკავშირებას ვერ ახერხებს 15-მდე ოჯახი, ჭერემში დასასვენებლად მიმავალი რამდენიმე ადამიანი კი, გზის არარსებობის გამო, უკან დაბრუნდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, ადგილზე არსებულ ვითარებას დღეს სპეციალისტები გაეცნენ. მისივე თქმით, გზის აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ელექტრომომარაგება სოფელს სავარაუდოდ ხვალ აღუდგება.

სოფელ ჭერემს, რომელიც ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 2016 წელს მიენიჭა. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, სოფელში 28 ადამიანი ცხოვრობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]