დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობა გულმკერდისა და მკლავის არეში აქვს მიყენებული. მათივე თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.