weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება

13:44 სამშაბათი, 19 ივნისი 2018

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, 1-ლი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება. გახარიას განმარტებით, ბოლო თვეებში შინაგან საქმეთა სამინისტროში 500-ზე მეტი ადმინისტრაციული პოზიცია შემცირდა, რამაც უწყებას ტექნიკური აღჭურვილობის განახლებისა და ხელფასების გაზრდის საშუალება მისცა.

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, გიორგი გახარიამ პოლიციელებისთვის გრძელვადიანი ბინათმშენებლობის პროექტიც დააანონსა.

„ჩვენ გვესმის, რომ პოლიციელისთვის, რომელიც ზრუნავს სხვა მოქალაქის უსაფრთხოებაზე 250 ლარი დღევანდელი ხელფასიდან არ არის იდეალური, თუმცა ეს არის ის, რაც დღეს შევძელით. რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ მომავალი წლიდანაც და ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წელს სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად დავიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს ზუგდიდს და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც სოციალურ გარანტიებს გაზრდის თითოეული პოლიციელისათვის და მათ თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმარების საშუალებას მისცემს“, განაცხადა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]