weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში მცირე ზომის ციხეების მშენებლობა იგეგმება

16:32 სამშაბათი, 19 ივნისი 2018
ფოტოზე კახა კახიშვილი ფოტოზე კახა კახიშვილი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს. მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ უკვე შემუშავებულია პროექტი, რომელიც არაუმეტეს 500-კაციანი ციხეების აშენებას ითვალისწინებს.

როგორც კახა კახიშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, პატარა ციხეები სამართავად უფრო ეფექტურია.

გარდა ამისა, მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ციხეში დასაქმებულ პატიმრებს, სასჯელის ვადა შესაბამისი ფორმულით შეუმცირდებათ.

„ძალიან მალე წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის შესაბამისად, ერთი მხრივ, ბიზნესს მივცემთ დაინტერესებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნან სამუშაო ადგილები და მეორე მხრივ, მსჯავრდებულებს, რომლებიც ჩაერთვებიან შრომით საქმიანობაში, შესაბამისი ფორმულის საფუძველზე გამოაკლდებათ საპატიმრო დღეები და შემცირებული ვადების შესაბამისადაც შეეხებათ ის ბენეფიტები, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით - პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება და ა.შ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური ნაბიჯი და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ საქმიანობაში“, – განაცხადა კახიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]