weather cur horoscope tv
ოქტომბერი 14, 2019

ლიანდაგზე მეწყერის ჩამოსვლის გამო „კუკუშკა“ რამდენიმე დღე ვერ იმოძრავებს

16:35 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018 hits 898

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ბორჯომიდან გასულმა „კუკუშკამ“ ბაკურიანში მგზავრების ჩაყვანა ვერ შეძლო.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მიწის მასები მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერის გამომწვევი მიზეზი ადგილობრივი წყალმომარაგების კომპანიის წყლის მილის გაუმართაობა გახდა.

საქართველოს რკინიგზაში განაცხადეს, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ე.წ. კუკუშკის მოძრაობა რამდენიმე დღეში, სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]