საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მიწის მასები მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერის გამომწვევი მიზეზი ადგილობრივი წყალმომარაგების კომპანიის წყლის მილის გაუმართაობა გახდა.
საქართველოს რკინიგზაში განაცხადეს, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ე.წ. კუკუშკის მოძრაობა რამდენიმე დღეში, სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება.