weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საგამოძიებო სამსახურმა 50 კგ-ზე მეტი ოქროსა და ვერცხლის კონტრაბანდა გამოავლინა

11:36 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018
ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, მათივე მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების „სადახლოს“, „სარფის“ და „ნინოწმინდის“ გავლით შემოიტანეს დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის - ჯამში 4,6 კგ ოქროსა და 50,2 კგ ვერცხლის ნაკეთობები. ხოლო, ერთ შემთხვევაში ბრალდებული, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ცდილობდა მალულად შემოეტანა 277 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული ძვირფასი ლითონის საბაჟო ღირებულება ჯამში 360 000 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]