weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუჩაში დასაკრავად შესაძლოა სპეციალური ნებართვის აღება გახდეს საჭირო

12:41 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018

„ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან ქუჩაში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან და ეს ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. ასე რომ, ვფიქრობ, ესეც მოსაწესრიგებელია. ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს“, - განაცხადა თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

გვარჯალაძემ ქალაქში ხმაურის მონიტორინგთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1-ლი ივლისიდან მონიტორინგს ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს.

„პირველი რეკომენდაციაა, რომ რესტორნებმა მუსიკის ხმას უნდა ჩაუწიონ, ხმამაღალი მუსიკა აფრთხობს კლიენტებს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. არის ადგილები, ღია კაფეები, სადაც ერთგან უკრავს დიჯეი, მეორეგან ცოცხალი მუსიკა. ქალაქის ისტორიულ უბნებში გვაქვს რამდენიმე კერა, სადაც მოსახლეობას, ამავდროულად, მცირე სასტუმროებს და ჰოსტელებს ექმნება სერიოზული პრობლემები. არსებობს საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე უნდა რეგულირდებოდეს. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში არსებობს ცოცხალი მუსიკის ლიცენზია, ანუ ყველა რესტორანი ვერ იღებს ამ ლიცენზიას თუ სათავსო აკუსტიკურად შესაბამისად იზოლირებული არ არის“, - განაცხადა სერგი გვარჯილაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]