აგვისტო 24, 2019
weather cur horoscope tv

ჩემი პოზიციაა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია – მეუფე პეტრე

16:04 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018 hits 2392

„ჩემი პოზიციაა, რომ უკრაინას, 40-მილიონიან დამოუკიდებელ ქვეყანას, უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და მას ეკლესიურად არ უნდა ექვემდებარებოდეს“, განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.

მეუფე პეტრეს თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით წმინდა სინოდმა გონივრული პოზიცია დაიკავა.

„ამ თემაზე ვიმსჯელებთ. ჯერ კონსტანტინოპოლმა უნდა გამოკვეთოს თავისი პოზიცია საბოლოოდ. საკითხი არ დგას ჯერ ესე: მხარის დაჭერა - არდაჭერა. ამ თემაზე კონსტანტინოპოლი მუშაობს. არის უამრავი შეკითხვა და ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ ისე, როგორც სათნო იქნება ღვთისთვის“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მიმდინარე წლის 22 აპრილს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა განსახილველად მიიღო უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიმართვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების და რუსეთისგან გამოყოფის საკითხზე. პოროშენკო იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიო პატრიარქი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

„გამარჯვება ეს მხოლოდ უკრაინის მიწების გათავისუფლება არ არის. გამარჯვებაა როდესაც 300 წელზე მეტი ხნის შემდეგ უკრაინაში გაჩნდა რეალური შანსი ადგილობრივი მართლმადიდებელი და რაც მთავარია, უკრაინული ეკლესიის შექმნისა“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ ივნისის დასაწყისში.

4 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი). საპატრიარქოს განცხადებით, სტუმრობის მიზანი უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]