„სხვაგვარად ის იქნებოდა ნაკლებადცნობილი მომღერალი ევროპის განაპირა ქვეყნიდან. წლები მოემატა, სიბრძნე - არა“, – ამბობს პუშკოვი.
სენატორმა ფრანც კლინცევიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთს კიკაბიძე უყვარდა და უყვარს მისი შემოქმედების გამო: „დღევანდელ ვახტანგ კიკაბიძეს ჩვენ არ ვიცნობთ და არც გვინდა ვიცნობდეთ. დაე, რაც უნდა, ის ილაპარაკოს“.
ქართველი მსახიობის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვიც, რომელმაც „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვინც სსრკ-ს დაშლით ხარობს, უპატიებელ შეცდომას უშვებს სინდისისა და მომავალი თაობების წინაშე. ზიუგანოვის თქმით, საბჭოთა კავშირის შექმნაში „ერები, მათ შორის ქართველები, საკუთარი ნებით მონაწილეობდნენ“.
„დოიჩე ველეს“ რუსულმა სამსახურმა ვახტანგ კიკაბიძესთან ინტერვიუ თბილისში ჩაწერა. 2008 წლის აგვისტოს ომის, შემდეგ კი რუსეთის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, კიკაბიძე რუსეთში აღარ ჩადის. მან უარი თქვა რუსეთში კონცერტების გამართვასა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ მინიჭებულ ხალხთა მეგობრობის ორდენზე. ვახტანგ კიკაბიძე ამბობს, რომ რუსეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავა, თუ ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი პოლიტიკას ჩამოსცილდებიან.
ვახტანგ კიკაბიძეს საბჭოთა კავშირში განსაკუთრებული პოპულარობა გიორგი დანელიას ფილმში „მიმინო“ შესრულებულმა როლმა მოუტანა.