weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

10:24 პარასკევი, 22 ივნისი 2018
ფოტო: ბადრი ვადაჭკორია ფოტო: ბადრი ვადაჭკორია

ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილ ადამიანებს, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სასულიერო პირებმა შესაძლოა წესი არ აუგონ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის მიხედვით, რომელიც საპატრიარქომ გამოაქვეყნა, სინოდის სხდომაზე წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ.

კრებამ იმსჯელა და დაადგინა, რომ შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად.

სინოდის სხდომაზე მარიხუანას ლეგალიზების საკითხზეც იმსჯელეს და დაადგინეს, რომ საპატრიარქო კანაფის ლეგალიზების კატეგორიული წინააღმდეგია. „მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას. კანაფის დამზადების ნებართვა კი, ფაქტიურად, ნარკო-ვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს“, - ნათქვამია სინოდის სხდომის ოქმში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]