weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამეგრელოში უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

11:37 პარასკევი, 22 ივნისი 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელოში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სამ შემთხვევაში ბრალდებულები შემდგომი რეალიზების მიზნით, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში, 4 360 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. მეოთხე ფაქტი კი ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდა, სადაც ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 2 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული უაქციზო სიგარეტების საერთო საბაზრო ღირებულება ჯამში 18 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის  მე-2 ნაწილითმიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]