დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხინვალში პატრიარქი კირილე ანატოლი ბიბილოვმა მიიწვია.
რუსეთის პატრიარქის გარდა, ე.წ. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებლად მიწვეული არიან 11 სახელმწიფოსა და არაღიარებული რესპუბლიკების ლიდერები, მათ შორის - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, ნიკარაგუის ლიდერი დანიელ ორტეგა, ნაურუს პრეზიდენტი ბარონ ვაკა, მთიანი ყარაბაღის ლიდერი ბაკო სააკიანი და სხვები.
რუსეთის პატრიარქი კირილე, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სრული სტატუსით არ მოიხსენიებს, ანატოლი ბიბილოვს 2017 წლის 25 ივლისს შეხვდა და მასთან „სამხრეთ ოსეთში არსებული რელიგიური სიტუაცია განიხილა“.
რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს აღიარა.