ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდები თბილისიდან ოზურგეთში, ბებიის დაკრძალვაზე მიდიოდნენ. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ზესტაფონთან მანქანა გზიდან გადავიდა, ორჯერ გადაბრუნდა და ორმოში ჩავარდა. და-ძმა ადგილზე გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.