ბესლან წუწაშვილის დედის, ლეილა უმაროვას თქმით, მას შვილი ჯერ არ უნახავს და მასთან არ უსაუბრია.
ბესლან წუწაშვილი ჩეჩნეთში 6 ივნისს გაემგზავრა და მას შემდეგ ოჯახს არ დაკავშირებია. ოჯახის წევრების თქმით, მათ ბესლანთან ერთად მყოფი პირებისგან შეიტყვეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ, ის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ამასთან, მის კვალს ვერ მიაგნეს ვერც ინგუშეთის და ვერც ჩეჩნეთის სამართალდამცავ ორგანოებში.
ბესლან წუწაშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად ლეილა უმაროვამ 22 ივნისს განცხადებით „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს მიმართა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წუწაშვილს ქვეყნის ტერიტორიაზე ეძებდა. როგორც პანკისის სათემო რადიოს შსს-ში უთხრეს, ძებნის საქმის დახურვამდე, მას გამოსაკითხად პოლიციაში დაიბარებენ.