weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეტროში ჭერის ჩამონგრევის საქმეზე 3 პირს გირაო შეეფარდა

15:42 შაბათი, 23 ივნისი 2018

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს - შპს „გეომეფის“ დირექტორს, შპს „ყვარელრემმშენის“ მენეჯერს და მთავარ ინჟინერს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა. მათ ბრალად გულგრილობა, უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო სამუშაოს შესრულება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება ედებათ.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის მომზადების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ, გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „გეომეფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გ.კ.-მ ტენდერში მისი კომპანიის მონაწილეობის მიღების და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ წარადგინა მის მიერვე გაყალბებული და სარემონტო სამუშაოების უხარისხო პროექტი

„აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისთვის, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ 2016 წლის 28 სექტემბერს, გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს „ყვარელრემმშენმა“ გაიმარჯვა და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება განახორციელა. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პროცესში, შპს „გეომეფს“ წარმოეშვა ვალდებულება, შეემოწმებინა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში ჭერზე არსებული ანკერების მზიდუნარიანობა და გაეცა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. აღნიშნულის გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდა. 2017 წლის 19 აპრილს, გ.კ.-მ ყალბი კონსტრუქციული დასკვნა შეადგინა, რომელსაც პროექტის კონსტრუქტორის ნაცვლად, თვითონ მოაწერა ხელი, შემდეგ კი აღნიშნული დასკვნა „თბილისის სარტრანსპორტო კომპანიის“ სამშენებლო სამსახურში წარადგინა. აღნიშნულის საფუძველზე, შპს „ყვარელრემმშენმა“ განაახლა სამუშაოების შესრულება. შპს „გეომეფის“ ხელმძღვანელმა გ.კ.-მ, ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების მიუხედავად, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და არ გაუწია პროექტს სათანადო საავტორო ზედამხედველობა. მის მიერვე შედგა მომხმარებლის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო სარემონტო-სარეაბილიტაციო დაგეგმარების პროექტი და ასევე კონსტრუქციული დასკვნა, სადაც არ იქნა გათვალისწინებული ჭერზე უარყოფითი ფაქტორებით გამოწვეული დამატებითი დატვირთვები - მატარებლის მოძრაობით, სავენტილაციო ჰაერის მიმოქცევით გამოწვეული ქარის წნევა და სხვა.

შპს „ყვარელრემმშენის“ მენეჯერმა გ.რ.-მ არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ აწარმოა შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი. ამავდროულად გ.რ.-ს და შპს „ყვარელრემმშენის“ მთავარი ინჟინრის ზ.ყ-ს მონაწილეობით და პასუხისმგებლობით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“, შეკიდული ჭერის მოწყობითი სამუშაოები შპს ,,ყვარელრემმშენის“ მიერ განხორციელდა პროექტის გარეშე და ამავედროს უხარისხოდ, რის გამოც, 2018 წლის 30 იანვარს, დილით, თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში ჭერი ჩამოინგრა და მეტროს ვესტიბიულში მყოფ 18 მოქალაქეს დაეცა, რომელთაგანაც ჯანმრთელობის დაზიანება 11 პირს მიადგა, ხოლო სახელმწიფომ მიიღო მატერიალური ზიანი.

გ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, (ორი ეპიზოდი) 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გ.რ.-ს 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით ხოლო ზ. ყ.-ს 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთანავე, მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - განაცხადეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]