გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა 23 ივნისს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და მიმალვას შეეცადნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მოპარული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღები - სხვადასხვა სახის ხელსაწყოები, ნივთმტკიცებად ამოიღო.
ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებმა 20 ივნისს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.