weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თბილისში ცხენის ხორცით დამზადებული ხორცპროდუქტები ამოიღეს

11:21 ორშაბათი, 25 ივნისი 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ხორცპროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი ინდ. მეწარმე, ქალაქ თბილისში კუსტარულად მოწყობილ საამქროში ხორცპროდუქტის, ე.წ. „სუჯუკის“ წარმოებას და რეალიზაციას ახდენდა. პროდუქტის ეტიკეტზე, მის შემადგენლობაში მითითებული საქონლისა და ღორის ხორცის ნაცვლად, ბრალდებული წარმოების პროცესში ცხენის ხორცს იყენებდა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია როგორც მზა პროდუქცია, ასევე გადასამუშავებლად გამზადებული ცხენის ნედლი ხორცი.

ამასთან, ქალაქ თბილისში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს სხვადასხვა კომპანიის კუთვნილი ხუთი საამქრო, სადაც სარეალიზაციოდ მზადდებოდა ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტები: სოსისი, ძეხვეული და სარდელი. ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც ამ ეტაპზე შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]