weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

12:00 ორშაბათი, 25 ივნისი 2018
არქივის ფოტო არქივის ფოტო

აჭარაში, ქალაქ ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საზღვაო აკადემიის კურსანტებმა ცენტრალური პარკიდან ნავსადგურის მიმართულებით დილიდან საზეიმო მსვლელობა მოაწყეს.

დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვდადასხვა ღონისძიებები - ნავსადგურთან შეკრებილ მეზღვაურებს, მათი ოჯახის წევრებსა და სტუდენტებს პროფესიულ დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მიულოცავენ.

12:15 საათზე, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრებისთვის სამხრე კამერების გადაცემისა და მათი დაჯილდოების ცერემინია გაიმართება; წარადგენენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ელჩებს; პატივს მიაგებენ გარდაცვლილ მეზღვაურებს; საზღვაო აკადემიის მე-4 კურსელებს დიპლომებს გადასცემენ და სტიპენდიანტებს გამოავლენენ. დღესვე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემს „კადეტს“ საერთაშორისო ნაოსნობაში გაუშვებენ. მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ევროპის მოედანზე, ნიაზ დიასამიძის კონცერტით დასრულდება.

2010 წელს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) დიპლომატიურმა კონფერენციამ 25 ივნისი მეზღვაურის დღედ გამოაცხადა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]