weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე შსს-მ კონკურსი გამოაცხადა

12:43 ორშაბათი, 25 ივნისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებების მიღება დაიწყო 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე. მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება.

დღეიდან, ფუნქციონირებას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი Officer.ge, რომელიც სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისთვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია. მისი მეშვეობით მოხდება მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე განცხადებების მიღება. ამასთან, ხსენებული ვებ-გვერდის გამოყენებით მოქალაქეებს შეეძლებათ მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღება და მათ ტერიტორიას მიკუთვნებულ მართლწესრიგის ოფიცრებთან უშუალო კომუნიკაცია.

უახლოეს კვირებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო ტიპის ღია კარის დღე გაიმართება, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება უშუალო კომუნიკაციის ფორმით დეტალური ინფორმაცია მიიღოს მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიის, ფუნქცია-მოვალეობების, სამუშაო პირობების და სხვა საკითხების შესახებ.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების პროცესი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია კრიმინალური პოლიციის რეფორმა. რეფორმის ფარგლებში ხდება საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც ნაკლებეფექტიანი უბნის ინსპექტორის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ორიენტირებული იქნება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.

მის ფუნქცია-მოვალეობაში ასევე შედის დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.

ეს ინსტიტუტი პირველ ეტაპზე თბილისში, საპილოტე რეჟიმში დაინერგება, სადაც 365 მართლწესრიგის ოფიცერი ეტაპობრივად დაიწყებს მუშაობას.

შერჩეული კანდიდატები, საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაივლიან შესაბამის მომზადების კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რის შემდეგაც ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება სამოქმედო ტერიტორიების (უბნების) მიხედვით მთელი თბილისის მასშტაბით. პერმანენტული მონიტორინგისა და შედეგების შეფასების შემდეგ, იგეგმება ინსტიტუტის შემდგომი გაფართოება ქვეყნის მასშტაბითაც.

ღია ვაკანსიის გამოცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია ამ პოზიციაზე მოიზიდოს ახალი კადრები, მოტივირებული, კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ ემსახურონ ქვეყანას და თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]