არსებული ინფორმაციით, ტრაილერი მიკროავტობუსს უკნიდან მაშინ დაეჯახა, როდესაც მიკროავტობუსის მძღოლმა გაჩერებასთან დაამუხრუჭა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული მგზავრები მცხეთის კლინიკებში გადაიყვანეს. ისინი კონტაქტურები არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ამ თემაზე:
წეროვანში ავარიის შედეგად დაშავებული მგზავრებიდან ერთი დაიღუპა