სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით მცხეთის სამედიცინო ცენტრში 11 ადამიანია გადაყვანილი, „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში კი - 8. ამ დროისთვის ორ პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
ავტოსაგზაო შემთხვევა წეროვანთან დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. მერის წარმომადგენლის, ზაზა როსტიაშვილის ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა მგზავრს გაუჩერა, რა დროსაც უკნიდან ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსს მგზავრები თბილისიდან ქსანში გადაჰყავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.