მომღერალს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დანაშაულში მონაწილე ორი პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
თვითმხილველების თქმით, ირაკლი ნოზაძე, სავარაუდოდ, ორმა ქალმა დაჭრა. როგორც მათ „რუსთავი 2“-თან განაცხადეს, ნოზაძეს ქალებმა Mini Cooper-ით მიაკითხეს, უხამსი სიტყვებით მიმართავდნენ და სახლიდან ჩამოსვლას სთხოვდნენ. ამის შემდეგ ავტომობილიდან დაჭრილი მამაკაცი გადმოვიდა და დახმარება ითხოვა.