30 ივნისსა და 1 ივლისს კი ბრიტანელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი მოემსახურებათ. მატარებელი (№888-887) თბილისიდან 14:10 საათზე გავა და „ბლექ სი არენასთან“ მდებარე ბაქანზე 18:30 საათზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ მატარებელი იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით 00:15 საათზე დაიძვრება და დედაქალაქში 04:25 საათზე ჩავა.
მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეეძლებათ.
ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება. Black Sea Arena ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შეკვეთილთან ახლოს მდებარეობს.