შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 25 ივნისს, ბრალდებული სტუმრად იმყოფებოდა თანასოფლელთან, 78 წლის მამაკაცთან, რომელთანაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მასპინძელს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.