„ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ სახლი მთლიანად დაიწვა“,- უთხრა „რეგინფოს“ გოგა ბატიაშვილმა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგამათბობლიდან გაჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.