გარდაცვლილები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის თანამშრომლები არიან. გენერალურ შტაბში მუშაობს ერთ-ერთი დაშავებულიც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გენერალური შტაბის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას არ არსრულებდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.