weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქედის მერიის შპს-ს დირექტორი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს

13:00 ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შპს „ქედის კომუნალურსერვისის“ დირექტორი მალხაზ სურმანიძე დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულმა ერთ-ერთი შპს-ს დირექტორმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მეწარმეს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის ბალანსზე არსებული სამშენებლო ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი“, – განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]