აღმოსავლეთ საქართველოში 28 ივნისიდან 3 ივლისამდე +36, +41 გრადუსია მოსალოდნელი, თბილისში კი +37, +39 გრადუსი დაფიქსირდება.
ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, შეინარჩუნონ სახლში სიგრილე და თავი აარიდონ სიცხეს.
ამ თემაზე:
როგორ მოვიქცეთ სიცხეში - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები