weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კონდიციონერი წელს მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება – მაია მიმინოშვილი

12:39 ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თქმით, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში, კონდიციონერი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იმუშავებს.

როგორც მაია მიმინოშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, რომ კონდენცირების სისტემა წელს ყოფილიყო, თუმცა ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„ძალიან რთული ვითარება იყო რუსთავის საგამოცდო ცენტრში, რადგან მთელი დღის განმავლობაში მზე ადგას შენობას, ამიტომ, როგორც საპილოტე პროექტი, მხოლოდ ამ საგამოცდო ცენტრში იქნება წელს კონდიციონერი. გულწრფელად გეტყვით, ეს უსამართლოდ მიმაჩნია, არც მინისტრისთვის დამიმალავს ჩემი აზრი. ასევე ვცადე ამეხსნა, რა პრობლემებს შეიძლება გადავაწყდეთ კონდიცირებისას - ბევრი ადამიანი ვერ ეგუება კონდიციონერს, თან ეს ხმაურის პრობლემასაც შექმნის სექტორში. რთულია, ყველას სურვილს მოერგო. თუმცა, ამ ეტაპზე რუსთავის საგამოცდო ცენტრში კონდიცირება იქნება“, - აცხადებს მიმინოშვილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება.

 

ამ თემაზე:

კონდიციონერი იმ საგამოცდო ცენტრში დამონტაჟდა, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარესაა – სამინისტრო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]