weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბათუმსა და ხელვაჩაურში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

13:31 ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018
ფოტო: აჭარის ტელევიზია ფოტო: აჭარის ტელევიზია

ბათუმსა და ხელვაჩაურში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ და ბათუმის მერიასთან აქციაზე შეიკრიბნენ. ისინი მერიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც სამარშრუტო ხაზების შემცირებას ითვალისწინებს. როგორც მძღოლებმა „აჭარის ტელევიზიასთან“ განაცხადეს, მუშაობას მანამდე არ განაახლებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჩვენი მოთხოვნა ის არის, რომ არ გაუქმდეს ხაზები, არ შეამცირონ მძღოლთა რაოდენებობა. ჩვენს უკან დგას ბევრი ოჯახი, რომლებიც ალბათ შიმშილით ამოიხოცებიან. უფრო მასშტაბური აქციები გაიმართება“, - ამბობს მიკროავტობუსის მძღოლი, ალექსანდრე დუმბაძე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხაზების შემცირების შესახებ სატრანსპორტო კომპანიებმა მხოლოდ გუშინ გააფრთხილეს. მათი თქმით, ქალაქში 460 მიკროავტობუსი მუშაობს და ეს რიცხვი 250-მდე უნდა შემცირდეს.

„მანქანები ჯერ გვაყიდინეს, სახლები ბანკებში ჩაგვადებინეს და ახლა შეგვამცირეს და უშვებენ სახლში მძღოლებს. ვინც ეს ახალი გეგმა გააკეთა, უნდა გადადგეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა თემურ აბაშიძემ.

აქციის მონაწილეები ბათუმის ვიცე-მერ თენგიზ პეტრიძეს შეხვდნენ, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. პეტრიძის განცხადებით, სამარშრუტო ხაზები არ შემცირდება 1-ლი ივლისიდან, როგორც ეს დაგეგმილი იყო და ეს საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც გაფიცულ მძღოლებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე შეხვდება. ვიცე-მერის ინფორმაციით, კომახიძე მივლინებაშია და მძღოლებთან შეხვედრას ორშაბათს შეძლებს. ვიცე-მერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციამ აჭარის მთავრობის შენობასთან გადაინაცვლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]