weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯანჯღავა თავად პირველი გახდა ნოზაძის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი - ადვოკატი

14:37 ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული თამთა ჯანჯღავას ადვოკატი ავთანდილ ბუაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ირაკლი ნოზაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„ჯანჯღავა თავად პირველი გახდა მსხვერპლი თავდასხმისა, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფის და იყო საშიშროება განმეორებულიყო ნოზაძის მხრიდან იგივე აქტი. მამაკაცი რომ მუშტით და ხელით უპირისპირდება ქალს, ალბათ ქალი ადეკვატურ ზომებს იღებს. ჯანჯღავას აქვს დაზიანებები, რაც ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა პასუხი ჯერ არ ვიცით. ყველაფერზე ადრეა საუბარი იმიტომ, რომ ბევრი დეტალია გამოსაკვლევი. ისე შემიძლია გითხრათ, რომ რა ვერსიებმაც გაიჟღერა, არცერთის გამორიცხვა არ შეიძლება“, – განაცხადა ავთანდილ ბუაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

ადვოკატი არ ეთანხმება საქმეზე გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

29 წლის თამთა ჯანჯღავა ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 26 ივნისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჯანჯღავამ 25 ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა ირაკლი ნოზაძეს და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა.

პროკურატურა თამთა ჯანჯღავას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]