weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქალაქის პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩატარება წლის ბოლომდე დაიწყება

15:02 ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას საქართველოს 10 ქალაქში - რუსთავში, გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, საჩხერეში, ოზურგეთსა და ბათუმში შეძლებენ.

მართვის უფლების მოპოვების მსურველი მოქალაქე, თეორიული გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპს დახურულ მოედანზე ჩააბარებს. პოტენციური მძღოლი მხოლოდ ამის შემდეგ გადავა ქალაქის რეალურ პირობებში ჩაბარების ეტაპზე.

შსს-ს ინფორმაციით, ახალი სტანდარტით გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება. პროექტის საწყის ეტაპზე გამონაკლისი იქნება ზუგდიდისა და ფოთის მომსახურების ცენტრები, რისი მიზეზიც ქალაქებში მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ფოთსა და ზუგდიდში მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მხოლოდ აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]