მანქანაში მყოფი მგზავრები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს ავარიების რაოდენობა გახშირდა და არაერთი ავარია დასრულდა მსხვერპლით აფენი-გურჯაანის, ყვარელი-ველისციხის, თელავი-ნაფარეულის სავტომობილო გზებზე, სადაც არც საპატრულო პოლიცია პატრულირებს და არც პოლიციის რაიონული სამმართველოების ჯგუფები. ამ გზებზე ავტომობილებს ხშირად გადაჭარბებული სიჩქარით ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლები მართავენ.