weather cur horoscope tv
სექტემბერი 22, 2021

პანკისში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

10:43 პარასკევი, 29 ივნისი 2018 hits 1359

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ჰიდროელექტროსადგური „ხადორი 3“-ის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ადგილობრივი მოსახლეობა დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია შუადღის ლოცვის შემდეგ, დაახლოებით 14:30 საათზე ბირკიანში გაიმართება.

ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ჰესის სამშენებლო სამუშაოები მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. ჰესისთვის წყლის მიწოდება „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ.

მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება და ხადორის ხეობა ხოროჯოსწყლის, ბაწარას, ქვაჩადალას და რამდენიმე მცირე შენაკადის იმედზე რჩება. „ხადორი 3“ – ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

პანკისის მცხოვრებლებმა „ხადორი 3“-ის მშენებლობის წინააღმდეგ ხეობაში საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს. ადგილობრივებსა და ჰესის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებს შორის, შს მინისტრის მოადგილის, ეკონომიკის მინისტრის და სხვა მაღალჩინოსნების მონაწილეობით ახმეტასა და თბილისში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. პანკისის მცხოვრებლებს დაპირდნენ, რომ ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე ადამიანს დაასაქმებენ ჰესის სამშენებლო სამუშაობზე, ჰესის ამუშავების შემდეგ კი 40 ადამიანს სამსახური შეუნარჩუნდება. ასევე, ინვესტორმა ადგილობრივებს შესთავაზა რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, მდინარის კალაპოტში კარიერების შეძენა და მოსახლეობისთვის გადაცემა, რომ სახლების ან სხვა ნაგებობების სამშენებლოდ ინერტული მასალა უფასოდ მოიპოვონ, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]