weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზაფხულში 6 ახალგაზრდულ ბანაკში 10 000-მდე მოსწავლე და სტუდენტი დაისვენებს

10:41 პარასკევი, 29 ივნისი 2018

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ანაკლიაში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც წელს 3 000 მოსწავლე დაისვენებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სულ ზაფხულში 6 ახალგაზრდული ბანაკი იქნება, სადაც სახელმწიფოს დაფინანსებით, 10 000-მდე მოსწავლე და სტუდენტი დაისვენებს: „მომავლის ბანაკი“ შაორში; „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში; „სპორტული ბანაკი“ დაბა ბაკურიანში; „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ მანავში; რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ ქუთაისში; „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“, რომელსაც ცენტრი ევროკავშირთან ერთად (ევროკავშირის დაფინანსებით) ახორციელებს.

ბაკურიანსა და მანავში მდებარე ბანაკში მცირეკონტიგენტიანი სკოლების 11-18 წლის მოსწავლეები, ხოლო ქუთაისში მდებარე ბანაკში 12-16 წლის მოზარდები დაისვენებენ. ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ საქართველოს ყველა საჯარო სკოლიდან 14-18 წლის ერთი წარმატებული მოსწავლე გაემგზავრება. შაორის „მომავლის ბანაკში“ სტუდენტები დაისვენებენ, ხოლო საერთაშორისო ბანაკში ახლო აღმოსავლეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან 100 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

პროექტი მეექვსე წელია ხორციელდება და მისი მიზანია, მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტულ-კულტურული გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით - კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება. გარდა ამისა, ლიდერის პოზიციაზე ზაფხულის განმავლობაში, 300 ახალგაზრდაა დასაქმებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]