საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია სხვადასხვა მოცულობის ჭურჭელში დაფასოებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, ჯამში 800 ლიტრი ავტომანქანის ძრავის ზეთი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.