ხანძრის გაჩენის დროს სახლში 5 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, ორი წლის ბავშვის გარდა ყველა მათგანი პირველ სართულზე იყო. როდესაც მათ მეზობლებისგან ხანძრის შესახებ შეიტყვეს, მეორე სართულზე უკვე ღია ცეცხლი იყო და ბავშვის გამოსაყვანად ასვლა ვერ შეძლეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შესახებ შეტყობინება 13:40 საათზე მიიღეს. ადგილზე 5 სახანძრო იმყოფებოდა. დამწვარია სახლის მეორე სართული და გადახურვა - დაახლოებით 240 კვ.მ.
ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან მეხანძრეები და სამართალდამცავები. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.