„რეგინფოსთან“ საუბარში სამშენებლო ქვიშის მომპოვებელი კომპანია „დარკვეთი 2009“-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვიშის ქანები მოულოდნელად ჩამოიშალა და ექსკავატორი თითქმის ნახევრამდე დაფარა. ადგილზე მისულ მუშებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურიც იყო გამოძახებული.
ხვიჩა გველესიანი ჭიათურაში ცხოვრობდა. მან ქვიშის კარიერზე მუშაობა ორი კვირის წინ დაიწყო.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.