გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას განცხადებით, კახეთში განსაკუთრებული სიცხე მოსალოდნელია დედოფლისწყაროს რაიონში. მისივე თქმით, ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით 5 ივლისიდან დაიკლებს და ამ ფონზე, გამორიცხული არ არის წვიმა და სეტყვა.
უახლოეს დღეებში თბილისში +38, +40 გრადუსი დაფიქსირდება, დასავლეთ საქართველოში კი, სადაც 28 ივლისს 41 გრადუსი სიცხე იყო, ტემპერატურა დაიკლებს და +32, +37 გრადუსი იქნება.
ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება, სუნთქვის გაუარესება, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები და სისხლის მიმოქცევის მოშლა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი აარიდონ სიცხეს და მზის დასხივებას.
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები