weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფეხბურთის ჩემპიონატის მატჩების გამო Myvideo.ge-ს პირველი არხის სიგნალის გათიშვა დაევალა

10:48 შაბათი, 30 ივნისი 2018

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გამო, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ Myvideo.ge-ს პირველი არხის სიგნალის გათიშვა დაავალა. კომუნიკაციების კომისიას საკითხის განხილვის მოთხოვნით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა.

მაუწყებლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებას ფლობენ. შესაბამისად, მატჩების მსვლელობისას Myvideo.ge-მ და სხვა პორტალებმა სატელევიზიო სიგნალი უნდა შეზღუდონ. გარდა ამისა, მაუწყებელში მიაჩნიათ, რომ Myvideo.ge არხის კონტენტს კომერციული მიზნებით იყენებს, როდესაც ვებგვერდზე რეკლამას უშვებს.

Myvideo.ge-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ პირველი არხის სიგნალის რეტრანსლირებას ახორციელებენ, რისი ნებართვაც მაუწყებლისგან 2011 წელს მიიღეს.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პირველი არხის პოზიცია გაიზიარა, Myvideo.ge-ს მფლობელი კომპანია ITDC წერილობით გააფრთხილა და სატელევიზიო სიგნალის დაუყოვლებლივი შეწყვეტა დაავალა.

პირველი არხის ინფორმაციით, Myvideo.ge-ს წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი კომპანიას ისეთ სიგნალს მიაწვდის, რომელზეც საფეხბურთო ტრანსლაციები შეზღუდული იქნება.

Myvideo.ge-ს წარმომადგენლები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავენ.

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]