weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 თვეში 132 ძებნილი დააკავა

11:32 შაბათი, 30 ივნისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1971 წელს დაბადებული შ.ვ. დააკავეს, რომელიც განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2015 წლიდან იძებნებოდა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 20 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1971 წელს დაბადებულ ნ.ფ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, 1956 წელს დაბადებულ მ.გ. კი მძიმედ დაჭრა.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 132 პირი დააკავეს, მათ შორის: ქურდობისთვის ძებნილი 41, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი 2 პირი, თაღლითობისთვის ძებნილი - 15 პირი, განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი - 3 პირი, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის ძებნილი - 8 პირი, სხვისი ქონების მითვისებისთვის ძებნილი 8 პირი, ყაჩაღობისთვის ძებნილი 1 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]