weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ მესამე სქესი აღიარა

12:57 შაბათი, 30 ივნისი 2018

ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება, ოფიციალური დოკუმენტების სქესის აღმნიშვნელ გრაფაში მესამე სქესის ჩაწერა მოითხოვონ.

Associated Press-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ინტერსექსუალი პირის სარჩელის საფუძველზე იქნა მიღებული, რომელიც მანამდე ხელისუფლების ორგანოებისგან უშედეგოდ ითხოვდა სქესის აღმნიშვნელ გრაფაში „ინტერ“ ან სხვა მსგავსი ტერმინი მიეთითებინათ.

მესამე სქესის აღიარებას მხარს უჭერდნენ ოპოზიციური პარტიები, თუმცა მემარჯვენე პოპულიტური ავსტრიის თავისუფლების პარტია, რომელიც სამთავრობო კოალიციაშია, წინააღმდეგი იყო. პარტიაში აცხადებენ, რომ ამგვარი განსაზღვრება გაუგებარია, რადგან გამოიწვევს მრავალ პრობლემას, მათ შორის სამხედრო სამსხურთან ან საპენსიო ასაკთან დაკავშირებით.

მესამე სქესი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პირველად გერმანიამ, 2017 წელს აღიარა. ამასთან, გერმანიაში 2013 წლიდან მშობლებს აქვთ უფლება ცარიელი დატოვონ ბავშვის დაბადების მოწმობის ის გრაფა, სადაც სქესის მითითებაა საჭირო, თუ ახალშობილის სქესობრივი კუთვნილების გარჩევა შეუძლებელია. მანამდე გერმანიაში ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ინტერსექსუალები არც მამაკაცები არიან და არც ქალები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]