weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მიწის უფასო რეგისტრაციის ვადა 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა

13:25 შაბათი, 30 ივნისი 2018

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში ძალაში 29 ივნისიდან შევიდა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.

საჯარო რეესტრი დაინტერესებული პირის მიერ აზომვითი ნახაზის და განცხადების წარმოდგენის შემდეგ, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჭირო ყველა მომსახურებას უფასოდ ახორციელებს. 

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, დაინტერესებული პირებისათვის უფასოდ ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები: საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში. რეფორმის ამოქმედებიდან დღემდე 495 900-ზე მეტი განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]