დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მილიციის თანამშრომლებმა, რეიდის ფარგლებში, Toyota Hilux-ის მარკის ავტომობილი გააჩერეს, მძღოლის პირადი შემოწმების შემდეგ კი, მისი შარვლის ჯიბეში „მწვანე ფერის გამშრალი მცენარეული მასა“ აღმოაჩინეს.
„სამართალდამცავი ორგანოების ექსპერტების დასკვნით, ნაპოვნი ნივთიერება ნარკოტიკული საშუალება მარიხუანაა, რომლის წონა 3.95 გრამია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას ოკუპირებული ახალგორის მილიციის სამმართველო აწარმოებს.