weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შსს-მ მობილური ტელეფონების და ტელევიზორის ქურდობის საქმეებზე 3 ახალგაზრდა დააკავა

11:45 კვირა, 01 ივლისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 21 წლის, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა., ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, მეზობლის საცხოვრებელ ბინაში, ამავე ბინაში მცხოვრები არასრულწლოვნის მიერ ელექტრომრიცხველის ყუთში დამალული გასაღების გამოყენებით, უკანონოდ შეაღწია, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები და ტელევიზორი მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მოპარული ტელევიზორი და ე.წ. რესივერი გორში, ერთ-ერთ ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ალუმინის ჭურჭელი სოფელ მეჯვრისხევში, ფერადი ლითონების ჩამბარებელ პუნქტში აღმოაჩინეს.

საქმეზე გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქურდობის ბრალდებით კიდევ ორი პირია დაკავებული. პოლიციამ 18 წლის ი.კ. და 25 წლის, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ჯ. სენაკში დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ელიტ ელექტრონიქსიდან“ 10 მობილური ტელეფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]