ტურისტები ბელორუსის მოქალაქეები არიან. გიდის თქმით, მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ. ამ დროისთვის დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ თეთრწყლებთან, იმ ადგილზე მოხდა, სადაც 9 ივნისს ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი სიმაღლიდან გადავარდა. მაშინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 21 ადამიანი და გარდაიცვალა 4, მათ შორის ერთი ბავშვია. 17 თებერვალს კი გზის ამავე მონაკვეთზე საწვავმზიდი გადაბრუნდა და დაიწვა.