weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ურეკში, ზღვაში 13 წლის ბავშვი დაიხრჩო, ორი მოზარდი გადაარჩინეს

13:35 კვირა, 01 ივლისი 2018

დაბა ურეკში, ზღვაში 13 წლის ბავში დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დახმარებას ორი მოზარდი ითხოვდა.

მაშველებმა 10 და 16 წლის მოზარდები წყლიდან უვნებლად გამოიყვანეს, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ ზღვაში მათთან ერთად კიდევ ერთი - 13 წლის ბავშვიც იყო. მისი ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით იპოვეს.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, გარდაცვლილი ბავშვი აღმოსავლეთ საქართველოდან იყო და ურეკში ისვენებდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანის დახრჩობის ფაქტი დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, მაშველებმა 36 ადამიანი გადაარჩინეს. საზღვაო სეზონის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე 200-მდე მაშველი მუშაობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]