weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

წყნეთი-ბეთანიის გზა გაიხსნა

15:51 კვირა, 01 ივლისი 2018
ფოტო: ინფრასტრუქტურის სამინისტრო ფოტო: ინფრასტრუქტურის სამინისტრო

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტომობილებს წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4-კილომეტრიან გზაზე გადაადგილება დღეიდან შეეძლებათ.

გზის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულები იყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან და ავსტრიიდან.  თბილისის მერიის განცხადებით, გზის სირთულიდან გამომდინარე მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ:

  • ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით დამონტაჟდა სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს;
  • დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემა, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელ-გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ისინი ავტომატურად იკეტება;
  • სპეციალისტებმა გამოიკვლიეს დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც გათვალისწინებულია 8-ბალიანი სეისმური ბიძგები და ჰიდროლოგიური წნევები. კვლევის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ზონები დაიბურღა და განხორციელდა ქანების ანკერული გამაგრება.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 29 მილიონ ლარზე მეტია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]