ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 2 ივნისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება. გამოცდები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავში განთავსებულ 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. 2 და 3 ივლისს მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.